
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) და ევროკავშირის ფინანსური სახსრებით ახორციელებს პროექტს „თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“ . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის“ საშუალო ვადიანი მდგრადი განვითარების გეგმის ფორმირება. ამ მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრს შორის. მემორანდუმში გათვალისწინებულია თანამშრომლობის წესები და მუნიციპალიტეტის ვალდებულება გამოყოს სივრცე სამუშაო ჯგუფისთვის, ჯგუფში ჩართოს თავისი სამსახურების წარმომადგენლები, წარადგინოს შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად და მოახდინოს დამტკიცების ლობირება. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტი სრულად მზად არის თანამშრომლობისთვის.
მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შესამუშავებლად ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა კომპეტენტური და მოტივირებული სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი შედგენილი იქნა 12 წევრისგან და მასში შედიან, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ლანჩხუთში არსებული ყველა სსო-ს წარმომადგენლები და ორი ექსპერტი, რაც განაპირობებს მრავალფეროვნებას. ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისგან:
- · ეკატერინე გუჯაბიძე - მერის პირველი მოადგილე - ჯგუფის თავმჯდომარე;
- · დავით გოგიჩაიშვილი - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი - ჯგუფის ფასილიტატორი;
- · ელიკო იმნაძე - მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი;
- · თამაზ იმედაიშვილი - ჯგუფის წევრი - მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი;
- · ალეკო კირვალიძე - ჯგუფის წევრი - მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- · ვახტანგ შალიკაშვილი - ჯგუფის წევრი - მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის ქონების მართვისა დ სოფლის მეურნეობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- · პაატა ურუშაძე - ჯგუფის წევრი - მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- · ეთერ ჭყონია - ჯგუფის წევრი - სსო „ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი“-ის პროექტების მენეჯერი;
- · სოფიო ჩხაიძე - ჯგუფის წევრი - სსო „რუდუნი“-ის საბჭოს წევრი;
- · ქეთევან წილოსანი - ჯგუფის წევრი - სსო „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის“ დირექტორი;
- · ამირან გიგინეიშვილი - ჯგუფის წევრი - ადგილობრივი განვითარების ექსპერტი;
- · მამუკა გვილავა - ჯგუფის წევრი - გარემოს დაცვითი განვითარების ექსპერტი.
ჯგუფი შეიქმნა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 13 აგვისტოს
< Prev | Next > |
---|