შეხვედრა გრიგოლეთელებთან

5 თებერვალს სუფსაში (გრიგოლეთი) გაიმართა პროექტის "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს განვითარებისთვის" წარმომადგენელთა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პროექტის დირექტორმა ამირან გიგინეიშვილმა ისაუბრა პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, მოსალოდნელ შედეგებზე. უპასუხა დასმულ შეკითხვებს. შეირჩა სამუშაო ჯგუფის წევრები.

შეხვედრას ესწრებოდა სუფსის მაჟორიტარი საკრებულოს წევრი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.

პროექტი "თანამშრომლობა გურიის სანაპიროს განვითარებისთვის" მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება პროექტის: “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD), რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა , სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარების ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.