მონიტორინგის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესწავლა, ადგილებზე ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მიგნებებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შეთავაზება.
ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესწავლა მოხდა პროექტის პარტნიორების მიერ წინასწარ შემუშავებული მონიტორინგის მექანიზმის და კითხვარების საფუძველზე, რომელიც შეფასების 32 სხვადასხვა კრიტერიუმს და ინდიკატორს აერთიანებდა. რეფორმის მიმდინარეობის შეფასება ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამოთხოვილი საჯარაო ინფორმაციის ანალიზის და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილებზე დაკვირვების საფუძველზე. ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების დამატებით საშუალებებად გამოყენებულ იქნა, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, პირადი შეხვედრები და ყველა ოფიციალური ონლაინ წყაროები, რომლებიც კონკრეტული საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავდა.
2020 წლის თებერვალში ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს სასოფლო დარბაზის მიერ კურატორი ორგანიზაციის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის, რომლის შედეგების მიხედვით მომზადდა ანგარიში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, სამი მსგავსი მონიტორინგის განხორციელება, რაც საფუძვლად დაედება ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, საჯარო მმართველობის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავებული იქნა შემდეგი რეკომენდაციები:
მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ელექტრონული მომსახურებით სარგებლობას, თანამშრომლობას და სოციალური დაკვეთის დემონსტრირებას.
დაინერგოს მოქალაქეთათვის მომსახურების მიწოდების ეფექტურობის განმსაზღვრელი შესაფერისი ფორმები, საჭიროებათა გამოვლენის მექანიზმები, რათა მომზადდეს მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამები. მოხდეს საამისო კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყოფა.
მუნიციპალიტეტის ელექტრონული მომსახურების გაუმჯობესების საკითხზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა მოახერხონ მოქალაქეების უფრო მაღალი ჩართულობის, მეტი უკუკავშირის სისტემის შექმნა.
უნდა იქნეს მიღწეული, რომ საკრებულოს და ასევე მერიის საქმიანობა ვაკანსიების გამოცხადების, საჯაროობის, ვადების დაცვის საკითხებში იყოს გამჭვირვალეა და ღია.
მოხდეს პროგრამული ბიუჯეტრების მეთოდოლოგიის უფრო ეფექტური დანერგვა; გაიზარდოს ცნობიერება გენდერული ბიუჯეტირების საკითხზე და ბიუჯეტის ორიენტაცია ადგილობრივ საჭიროებებზე. პროგრამების მონიტორინგის განხორციელებისას გამოყენებული იქნეს გენდერული ინდიკატორები; დაჩქარდეს სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის პროცესი.
გამოყენებული იქნეს გენდერული თანასწორობის საბჭოს რესურსი და მოხდეს მისი ქმედითობის ხელშეწყობა.
აუცილებელია მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეთა განვითარების კონკრეტული გეგმის შედგენა. შიდა (საბიუჯეტო) და გარე (არასამთავრობო ორგანიზაციების შემოთავაზება) რესურსების ეფექტური გამოყენება;
გათვალისწინებული უნდა იქნეს სასწავლო პროგრამის შემუშავების სარეკომენდაციო სახელმძღვანელოსა და თემატიკის გარდა ტრენინგები გენდერული თანასწორობის, გენდერული და პროგრამული ბიუჯეტირების, სამოქალაქო ბიუჯეტის, აუტსორსინგის/მუნიციპალური სერვისების გაყიდვის მიმართულებით; ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ონლაინ-სწავლებების კურსები.
გამოცდილების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით დამყარდეს მეტი კომუნიკაცია საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, დაინერგოს სხვადასხვა საკითხებში ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის გამოცდილება.
აუცილებელია თანხების გამოძებნა მუნიციპალიტეტის შენობის პანდუსებით აღჭურვისთვის.
მუნიციპალიტეტში უნდა დაინერგოს სამუშაოს აღწერილობის, თანაბარი ანაზღაურების არადისკრიმინაციული პრინციპი. შეიქმნას გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სტრატეგია და ფინანსური ვალდებულებებით გამყარებული სამოქმედო გეგმა. მოხდეს გენდერული საბჭოს, შშმ პირთა საბჭოს, როგორც თანასწორობის ადგილობრივი მექანიზმის გაძლიერება.
მოხდეს შშმ პირთა მიმართ თვითმმართველობისთვის კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამართვა, განვითარებისთვის სათანადო გარემოს შექმნა.
იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე ბიუჯეტი, ფინანსური ანგარიშები, მეტწილად გაუგებარია რიგითი მოქალაქისთვის, მნიშვნელოვანია ისინი გამოქვეყნდეს ინფო- გრაფიკების სახითაც.
შესაძლებელია, შეიქმნას ე.წ. „საბიუჯეტო საბჭო“, რომელშიც შევლენ როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის, ასევე სოციალური ჯგუფების წარმომადგენლები, ან შედგეს ფოკუს-ჯგუფები, რომლებიც შესაძლებეს გახდის, გამოიკვეთოს არსებული ტენდენციები და საჭიროებები.
თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კონკრეტულ სოფლებთან ურთიერთობის დროს მეტი კომუნიკაცია იქონიონ ამ სოფლების დასახლების საერთო რჩეულებთან. მოხდეს მათი აქტიურობის წახალისება და მოტივაცია მეტი ადგილობრივი პოლიტიკური დიალოგისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია:
კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“
მის.: ქუთაისი, მგალობლიშვილის №6
ელ.ფოსტა:wom This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ტელ.: (0431) 27 13 68, მობ.: +995 597 40 51 46
www.fsokhumi.ge https://www.facebook.com/fsokhumi
მეწარმე ქალთა ფონდი
მის.: ქუთაისი, ლადო ასათიანის #68
ელ.ფოსტა:womenfund2003@gm ail.com
ტელ.: (0431) 27 29 02, მობ. +995 592 67 91 91
www.fwe.ge https://www.facebook.com/Fund-Of- Women-Entrepreneurs
იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი"სპექტრი"
მის.: ქუთაისი, წმინდა ნინოს ქ., 9
ელ.ფოსტა:spectri@gm ail.com
ტელ. (0431) 24 80 57, მობ. +995 599 57 05 16
ვებ გვერდი: www.spectri.org.ge www.facebook.com/spectriGE
< Prev | Next > |
---|