პროექტი: "თანამშრომლობა გურისს სანაპიროს მდგრადი განვითარებისთვის"

დამფინანსებელი: SDC, ADA, UNDP

პროექტის მიზანია საზოგადოების მონაწილეობით გურიის სანაპიროს ოთხი დასახლების, გრგოლეთის, წყალწმინდის, ურეკისა და შეკვეთილის სტრატეგიული, მდგრადი განვითარების გეგმების შემუშავება საშუალო ვადიან პერსპექტივაში.

პროექტის ვადები: 2015-2016



პროექტი: "საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რეგიონულ დაგემარებაში"

კიალიცია: "სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN)

დამფინანსებელი: SDC, ADA, UNDP

პროექტის მიზანია საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა რეგიონულ დაგემარებაში.

პროექტის ვადები: 2015

 


პროექტი: "თვითმმართველობის გარეშე დარჩენილი ქალაქების ადვოკატირება - განვითარებისთვის"

დამფინანსებელი: "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი

პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალების კოალიციური ძალისხმევით ხელი შეეწყოს ქალაქ ლანჩხუთისა და დაბა ჩოხატაურის საშუალო ვადიანი სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური გეგმების შემუშავებასა და მათ ინსტიტუციონალიზაციას.

პროექტის ვადები: 2012-2013 წწ.


პროექტი: "სამოქალაქო მონიტორინგი ცვლილებებისთვის"

დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი"

პროექტის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალების კოალიციური ძალისხმევით ხელი შეეწყოს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერტორიულ ერთეულებში საზოგადოებრივი მონიტორინგის პროცესის ინიცირებასა და გააქტიურებას, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობას, მათ პოლიტიკას გახდის მოსახლეობაზე მეტად ორიენტირებულს.

პროექტის ვადები: 2012-2013 წწ.


პროექტი: ”ადვოკატირება განვითარებისთვის"

დამფინანსებელი: აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტი

კოალიცია: "ოზურეგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი"

პროექტის მიზანია ადვოკატირების მექანიზმების გამოყენებით ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების 6 თემის განვითარების გეგმების შემუშავება და საკრებულოებზე დამტკიცება.

პროექტის ვადები: 2011-2012 წწ


პროექტი: ”ჩვენთან ერთად დაგეგმეთ, რაში დახარჯავთ ჩვენს ფულს!!!”

დამფინასებელი: East-West Management Institute

კოალიცია: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი

პროექტის მიზანი: ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის გამჭვირვალეობისა და საზოგადოებისათვის შეთავაზებული სერვისების ეფექტურობის ამაღლება საზოგაოებრივი აქვოკატირების მეთოდების გამოყენებით, ამ ორგანიზაციების სტრატეგიული გეგმების შემუშავების ხელშეწყობა, პროცესში ბენეფიციართა ჩართვა.

პროექტის ვადები: 2011-2012 წ.წ.


პროექტი: ”არასამეწარმეო იურიდიულ პირების საქმიანობის მონიტორინგი ოზურგეთსა და ლანჩხუთში”

დამფინანსებელი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

კოალიცია: ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, გურიის ტელევიზია

პროექტის მიზანია ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და ტელეკომპანია «გურიას» კოალიციური ძალისხმევით, მოვახდინოთ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლების კონსოლიდაცია, რათა მათთან ერთად  სამოქალაქო მონიტორინგის ინსტრუმენტების გამოყენებით, საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანოთ, სოციალურ და ეკონომიკურ ჭრილში განსჯადი გავხადოთ ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, საკრებულოების მიერ შექმნილი არასამეწარმეო იურიდიული პირების (ა.ი.პ.) საქმიანობა. აგრეთვე დავეხმაროთ ა.ი.პ.-ებს თავიანთი სერვისების გაუმჯობესებაში და მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაში.

პროექტის ვადები: 2011-2012 წ,წ,


პროექტი: ”ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებ სისტემაზე დაშვების ხარისხის გაუმჯობესება”

დამფინანსებელი: ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია

პროექტის მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კომპიუტერული კორპორაციული ქსელის (Ethernet) მოწყობა და მუნიციპალური ინტერნეტ გვერდის www.lanchkhuti.org.ge -ს რებრენდირება.

პროექტის ვადები: 2011 წ.


პროექტი: ”მონაწილეობითი ბიუჯეტირება- ლანჩხუთში მოქალაქეთა ჩართულობის რეალური ინსტრუმენტი”

დამფინანსებელი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

პროექტის მიზანი: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა მომზადების მიღების,  მონიტორინგის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის კარდინალური ამაღლება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტრუმენტების გამოყენებით ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დარგში.

პროექტის ვადები: 2010-2011 წ.წ.


“გურიის რეგიონის მუნიციპალური განვითარება” -2010 წ.

დამფინანსებლები - KF, COE, NALAG. ოზურგეთსა და ჩოხატაურში მოქალაქეთა მომსახურების მუნიციპალური ცენტრებისა და გურიის სამივე მუნიციპალიტეტში მუნიციპალური დოკუმენტაციის მართვის ელექტრონული სისტემის ჩამოყალიბება. ბენეფიციარები: გურიის მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობები.


“დოკუმენტაციის მართვის სისტემის დანერგვა გარდაბნის, გორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში” -2009-2010 წ.წ.

დამფინანსებლები - GTZ, UNDP. მუნიციპალური საჯარო ინფორმაციის მართვის გაუმჯობესება, ხელმისაწვდომობის ამაღლება. ბენეფიციარები: ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტები, მოსახლეობა.


“ინტერნეტი ახალგაზრდა თაობისთვის” - 2009 წ.

დამფინანსებელი: :People In Need". 45 ახალგაზრდის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება ელექტრონული ინფორმაციის მოპოვებაში. ბენეფიციარები: 45 ახალგაზრდა.


“გარემოსდაცვითი თანამშრომლობა შავი ზღვისთვის” - 2008-2009 წ.წ.

დამფინანსებელი: EU. სოფელ წყალწმინდის მდგრადი განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც ერთადერთია შავი ზღვის გარშემო. ბენეფიციარები: სოფ. წყალწმინდის მოსახლეობა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო.


“მომსახურების ახალი ფორმები ახალ მუნიციპალიტეტებში” - 2008-2009 წ.წ.

დამფინანსებლები: OSGF, NALA. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვა. ბენეფიციარები: მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობა.


”ლანჩხუთის განვითარების ცენტრი” -2006-2007 წ.წ.

დამფინანსებელი: აშშ საელჩო. ქალაქ ლანჩხუთში ახალგაზრდების საზოგადოებრივი საქმიანობის ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამღლება, ინტერნეტ რესურსების ცენტრის ჩამოყალიბება. ბენეფიციარები: 35 ახალგაზრდა, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია.


”გურიის რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება” - 2006-2007 წ.წ.

დამფინანსებელი: ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრი, პარტნიორი: RELI. გურიის რეგიონის 52 წარმომადგენლის (მცირე მეწარმეები, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონალური მმართველობა) ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლება ლიტვაში. ბენეფიციარები: იგივე საზოგადოება.


”კოლხეთის დაბლობზე მცხობრები მოსახლეობის გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება” - 2005-2007 წ.წ.

დამფინანსებელი: მსოფლიო ბანკი. კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ინფორმირება დაცული ტერიტორიების სიკეთეებზე, მათი დადებითი შეხედულების ფორმირება გარემოს დაცვით საკითხებზე. ბენეფიციარები: 42 სოფლის მოსახლეობა.


”ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალეობის ამაღლება” - 2006 წ.

დამფინანსებელი: ურბანული ინსტიტუტი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ღია და გამჭვირვალე ჩატარების ხელშეწყობა. საარჩევნო სუბიექტის მორალური კოდექსის ფორმირება და კანდიდატების მიერ აღიარება. ბენეფიციარები:მოსახლეობა, 56 კანდიდატი.


”ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა” - 2005 წ.

დამფინანსებელი: ურბანული ინსტიტუტი. გაზეთ ”გამჭვირვალე თვითმმართველობის” 12 ნომრის გამოშვება. რომელშიც აისახა საკანონმდებლო ცვლილებები, მიმდინარე საქმიანობა და არსებული პრობლემები. ბენეფიციარები: ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა, თვითმმართველობა.


”საინფორმაციო ცენტრი” - 2003 -2005 წ.წ.

დამფინასებელი: ევრაზიის ფონდი. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის განვითარების ხელშეწყობა, საკანონმდებლო და სხვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა, რაიონული მონაცემთა ბაზების ჩამოყალიბება და განვითარება. ბენეფიციარები: ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა, რაიონის მმართველობა.


”ძალი უძალოთა” - 2003- 2004 წ.წ.

დამფინანსებელი: “Save the Children”, კოალიცია: ”კივიტას გეორგიკა”. პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოში ხელი შეეწყო ერთჯერადი დახმარებების კომისიური წესით გაცემის ინსტიტუციის ჩამოყალიბებას. ბენეფიციარები: 5 რაიონის მოსახლეობა.


”საინფორმაციო ოაზისი” - 2001-2002 წ.წ.

დამფინასებელი: ევრაზიის ფონდი. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის ჩამოყალიბება, საკანონმდებლო და სხვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა, რაიონული მონაცემთა ბაზების ჩამოყალიბება და განვითარება. ბენეფიციარები: ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა, რაიონის მმართველობა.