SATURDAY, 12 NOVEMBER 2022 15:03
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელის (CENN) და ევროკავშირის ფინანსური სახსრებით ახორციელებს პროექტს „თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის“ . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია „მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის“ საშუალო ვადიანი მდგრადი განვითარების გეგმის ფორმირება. ამ მიზნით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრს შორის. მემორანდუმში გათვალისწინებულია თანამშრომლობის წესები და მუნიციპალიტეტის ვალდებულება გამოყოს სივრცე სამუშაო ჯგუფისთვის, ჯგუფში ჩართოს თავისი სამსახურების წარმომადგენლები, წარადგინოს შემუშავებული სტრატეგიის დოკუმენტი საკრებულოში დასამტკიცებლად და მოახდინოს დამტკიცების ლობირება. უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტი სრულად მზად არის თანამშრომლობისთვის.
მწვანე მუნიციპალიტეტის სტრატეგიისა და განხორციელების გეგმის შესამუშავებლად ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრისა და მუნიციპალიტეტის მერის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა კომპეტენტური და მოტივირებული სამუშაო ჯგუფი. ჯგუფი შედგენილი იქნა 12 წევრისგან და მასში შედიან, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე ლანჩხუთში არსებული ყველა სსო-ს წარმომადგენლები და ორი ექსპერტი, რაც განაპირობებს მრავალფეროვნებას. ჯგუფი შედგება შემდეგი წევრებისგან:
- · ეკატერინე გუჯაბიძე - მერის პირველი მოადგილე - ჯგუფის თავმჯდომარე;
- · დავით გოგიჩაიშვილი - ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი - ჯგუფის ფასილიტატორი;
- · ელიკო იმნაძე - მერიის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი;
- · თამაზ იმედაიშვილი - ჯგუფის წევრი - მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების უფროსი;
- · ალეკო კირვალიძე - ჯგუფის წევრი - მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- · ვახტანგ შალიკაშვილი - ჯგუფის წევრი - მერიის ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის ქონების მართვისა დ სოფლის მეურნეობის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;
- · პაატა ურუშაძე - ჯგუფის წევრი - მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- · ეთერ ჭყონია - ჯგუფის წევრი - სსო „ლანჩხუთის სასოფლო დარბაზი“-ის პროექტების მენეჯერი;
- · სოფიო ჩხაიძე - ჯგუფის წევრი - სსო „რუდუნი“-ის საბჭოს წევრი;
- · ქეთევან წილოსანი - ჯგუფის წევრი - სსო „ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობის“ დირექტორი;
- · ამირან გიგინეიშვილი - ჯგუფის წევრი - ადგილობრივი განვითარების ექსპერტი;
- · მამუკა გვილავა - ჯგუფის წევრი - გარემოს დაცვითი განვითარების ექსპერტი.
ჯგუფი შეიქმნა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით 13 აგვისტოს
WEDNESDAY, 09 NOVEMBER 2022 00:00
ფოკუს ჯგუფი ჩატარდა CENN - მიერ ევროკავშირის სახსრებით დაფინანსებული პროექტის "თანამშრომლობა მწვანე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის" ფარგლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. ფოკუს ჯგუფში მონაწილეობდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ადმინისტრაციულ ერთეულებში. სხდომას ფასილიტაციას წევდა ადგილობრივი განვითარების ექსპერტი ამირან გიგინეიშვილი და აქტიურად მონაწილეობდნენ საკუთარი მიმართულების საკითხების გარშემო ექსპერტები: მამუკა გვილავა - გარემოზე ზემოქმედების ექსპერტი, მაია კუკულაძე - წყლის საკითხების ექსპერტი და რევაზ ზენაიშვილი - სოფლის მეურნეობის განვითარების ექსპერტი.
სხდომაზე მონაწილეებმა შეავსეს მოსახლეობის საჭიროებათა კვლევის ანკეტა, რომელიც დამატებით აისახება საჭიროებათა კვლევის რაოდენობრივი კითხვარის შედეგებში და უპასუხეს ექსპერტების კითხვებს. კითხვებზე პასუხი ასახულია ამ ანგარიშში ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით.
1. ლანჩხუთი
წყალი:
წყლის სისტემა არის ქალაქში ყველგან და წყალი მუდმივად მიეწოდება მოსახლეობას. მიეწოდება სასმელი წყალი. სანიაღვრე არხები არ არის რამდენიმე ქუჩაზე (დასადგენია სად).
მყარი ნარჩენების მართვა:
ქალაქში ურნები განლაგებულია ყველა ქუჩაზე. სტიქიური ნაგავსაყრელები არ არის. ნაგავი გააქვთ ყოველდღიურად.
ტრანსპორტი:
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ქალაქიდან სოფლებში. ტრანსპორტი გამართულია