
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი, როგორც კავშირი “ლანჩხუთის რაიონის საკრებულოთა ასოციაცია” დაფუძნდა 2001 წლის 16 ივნისს და რეგისტრაცია გაიარა ლანჩხუთის რაიონის სასამართლოში (რეგისტრაციის ¹40/5/8-21). ხოლო 2003 წელს განიცადა რეორგანიზაცია და ამავე წლის 8 მაისს ლანჩხუთის რაიონის სასამართლოში დარეგისრირდა როგორც კავშირი “ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი” (შემდგომში “ლსც”). რეგისტრაციის ნომერია 40/5/ზ-33.
ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრის მისიაა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე, ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მისი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ხელშეწყობა მისი ინტერესების დაცვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სასოფლო ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის.
აღნიშნული მისიის განსახორციელებლად ლსც მჭიდროდ თანამშრომლობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებთან, როგორც ადგილობრივ ასევე ცენტრალურ და საერთაშორისო დონეზე.
ლსც-ს მიზნებია:
-
- ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და მოსახლეობის უფლებამოსილების განხორციელებისათვის ხელშეწყობა და მმართველობის ორგანოთა ანგარიშვალდებულებათა და გამჭვირვალეობის გაზრდა.
- მცირე და საშუალო ბიზნესის გამვითარების ხელშეწყობა
- ახალგაზრდობის განვითარების ხელშეწყობა
- თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენევის სტიმულირება
ლსც-ში დასაქმებულია 5 თანამშრომელი და 9 მოხალისე. სამსახურების საქმიანობას წარმართავს აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია გამგეობის წინაშე. ორგანიზაციამ დაარსებიდან დღემდე განახორციელა 33 დიდი და მცირე პროექტი, რომლებიც მიმართული იყო ადგილობრივ განვითარებაზე.


